Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში ჩაბმას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი „არავის უქმნის საფრთხეს“ და არ აპირებს კონფლიქტებში მონაწილეობას. „ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ რაიმე სახის გეოპოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მით უფრო კონფლიქტებში მონაწილეობას. ვინც და როგორც არ უნდა ცდილობდეს ამას,“- ამ შინაარსის განცხადება პუტინმა გააკეთა სოჭში, სამხედრო ძალების სარდლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი და თავისი მოკავშირეების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინის ამ განცხადებების ფონია კონფლიქტი უკრაინაში, რომლის ხელისუფლებაც, ისევე როგორ დასავლეთი, რუსეთს ადანაშაულებს მეამბოხეების პირდაპირ მხარდაჭერაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG