Accessibility links

logo-print

თალიბანმა ორი თავდასხმა მოაწყო ქაბულში


თალიბანმა ორი თავდასხმა მოაწყო ქაბულში 27 ნოემბერს, როცა ავღანელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს შეთანხმებები, რომლებიც ავღანეთში დარჩენის უფლებას აძლევს ათასობით უცხოელ სამხედრო მოსამსახურეს. საღამო ხანს ძლიერმა აფეთქებამ შეარყია უბანი, რომელშიც მრავალი უცხო ქვეყნის საელჩოებია, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მაღალი რანგის ოფიციალური პირების ბინები. მანამდე თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, მიმართული ბრიტანეთის საელჩოს ავტომანქანის წინააღმდეგ. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის ერთი მოქალაქე. ასევე 27 ნოემბერს ავღანეთის პარლამენტის ზედა პალატამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ორი შეთანხმება, რომელიც დაშვებულად აცხადებს 12500-მდე უცხოელი ჯარისკაცის დარჩენას ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც.

XS
SM
MD
LG