Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდს გვინეაში „სოლიდარობის გზავნილი“ ჩააქვს


დღეს გვინეას ეწვევა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ის პირველი ლიდერი იქნება დასავლეთიდან, რომელიც ებოლით დაზარალებულ ქვეყანას მოინახულებს. ოლანდი აცხადებს, რომ „სოლიდარობის გზავნილი“ ჩააქვს ქვეყანაში, სადაც ებოლამ 1200-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. საფრანგეთმა 100 მილიონი ევრო გამოყო ებოლასთან საბრძოლველად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ეპიდემიის მხრივ მდგომრეობა „სტაბილურია“.

XS
SM
MD
LG