Accessibility links

logo-print

არასამთავრობოებმა გააპროტესტეს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება


ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს აქცია, რომლითაც გააპროტესტეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან ე.წ. გასაღების დატოვებას შსს-თვის და კანონპროექტს დრაკონულ კანონს უწოდებენ. “გუშინ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა," - განაცხადა"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიამ. საპროტესტო აქციის ჩატარება თბილისშიც იგეგმება.

XS
SM
MD
LG