Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ორი სამოქალაქო პირი მოკლეს


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება დაპირისპირება მთავრობის ჯარსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის. 12 წლის ბიჭი და 55 წლის ქალი მოკლეს დონეცკში 27 ნოემბერს. ქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ. გაეროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, 5 სექტემბრიდან დღემდე, ყოველდღიურად 13 ჯარისკაცი, სამოქალაქო პირი და მეამბოხე იხოცება კონფლიქტში. სულ საბრძოლო მოქმედების გაჩაღების შემდეგ, აპრილიდან მოყოლებული, 4300 ადამიანი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

XS
SM
MD
LG