Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ე.წ. გასაღების თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი


საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, ელექტრონულ კომუნიკაციებზე ფარული წვდომის ე.წ. გასაღები ექნებათ შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.კანონპროექტები მოამზადეს უმრავლესობის წევრებმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ირაკლი სესიაშვილმა. გუშინ საღამოს ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტმა, რომლის თანახმად, ე.წ. გასაღები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა ჰქონოდა.

XS
SM
MD
LG