Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტთა პაკეტი


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა ყველაზე ნაკლებად სასურველი ვარიანტი შეარჩია და არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა. „ამ სირცხვილის თაობაზე ნათელი წარმოდგენა არ აქვთ თავად საკითხის ინიციატორებსა და მასში ჩართულ პირებს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის გამართვას თბილისშიც გეგმავენ.

XS
SM
MD
LG