Accessibility links

logo-print

ამნესტი საქართველოს ხელისუფლებას ციხეში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს


უფლებადამცავი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშნლი თავის განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საფუძვლიანად გამოიკვლიოს ახალი ცნობები, რომლებიც თბილისის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ციხის ზედამხედველების მხრიდან ძალადობრივ მოპყრობის ეხება. ამნესტი ეყრდნობა სახალხო დამცველის ანგარიშს. ომბუდსმენის წარმომადგენლები ეწვივნენ ამ საპატიმროს და ნახეს ორი პატიმარი, რომლებსაც ზედამხედველების მხრიდან ძალადობის კვალი ეტყობოდათ. ამნესტის განცხადებში აღწერილია ძალადობის შედეგების დეტალები. პროკურატურამ, ამნესტის თანახმად, საქმე აღძრა არა წამების, არა დამცირების, ან არაადამიანური მოპყრობის, არამედ სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების მუხლით.

XS
SM
MD
LG