Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი


პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საპარლამენტო უმრაველესობის წევრების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს". აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი სწორედ 10 დღის ვადაში აწერს ხელს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან უბრუნებს.

XS
SM
MD
LG