Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქს დემონსტრანტთა მკვლელობის ბრალდება მოეხსნა


შაბათს ეგვიპტის სასამართლომ დემონსტრანტთა მკვლელობის ბრალდება მოუხსნა ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს. ეს ბრალდება მოეხსნა უშიშროების სამსახურების შვიდ ყოფილ მაღალი რანგის თანამშრომელსაც, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ჰაბიბ ალ-ადლის. დღესვე სასამართლომ მუბარაქის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა კორუფციის საქმესთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად ექს-პრეზიდენტი პატიმრობაში დარჩება, ვინაიდან ის სამწლიან ვადას იხდის სხვა საქმის გამო, რომელიც ასევე კორუფციას ეხება. 86 წლის მუბარაქი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. ჰოსნი მუბარაქს 2012 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2011 წელს მასობრივი გამოსვლებისას დემონსტრანტების სიკვდილთან დაკავშირებით. ამ დემონსტრაციებს შედეგად მისი გადადგომა მოჰყვა. 2013 წლის იანვარში სააპელაციო სასამართლომ პროცესუალური დარღვევების მოტივით გააუქმა განაჩენი.

XS
SM
MD
LG