Accessibility links

logo-print

თურქეთში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს სტამბოლში „ცისფერი მეჩეთი“ მოინახულა


თურქეთში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს მოინახულა სტამბოლის უდიდესი, სულთანაჰმეტის, მეჩეთი, რომელიც „ცისფერი მეჩეთის“ სახელით არის ცნობილი. მან იქ ლოცვა აღავლინა სტამბოლის მუფტისთან, რაჰმი იარანთან ერთად. იმავე დღეს პაპმა მოინახულა აია სოფიის ტაძარი, რომელიც 15 საუკუნის ისტორიას ითვლის. თავდაპირველად ეს ტაძარი მართლმადიდებელი ეკლესია იყო, მე-15 საუკუნეში კი მეჩეთად გადაკეთდა. ამჟამად იქ მუზეუმია. გუშინ პაპი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. ფრანცისკემ დაგმო რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და განაცხადა, რომ „ფანატიზმსა და ფუნდამენტალიზმს, ასევე ირაციონალურ შიშებს, რასაც შედეგად გაუგებრობა და დისკრიმინაცია მოსდევს, ყველა მორწმუნის სოლიდარობა უნდა აღუდგეს წინ“.

XS
SM
MD
LG