Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ალტერნატიულ კანონპროექტს სთავაზობს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შესაბამისი დოკუმენტი შაბათს საღამოს მიიღეს. დეპუტატები პრეზიდენტის ვარიანტს კვირას განიხილავენ. დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 76 ხმა სჭირდება.

XS
SM
MD
LG