Accessibility links

logo-print

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. იგი განიხილება ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე პარტიებსა და პრორუსულ პარტიებს შორის შეჯიბრად. ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 3,2 მილიონ მოქალაქეს. ისინი 101 დეპუტატს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. არჩევნები პროპორციული წესით ტარდება. საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილია 19 პარტია, ერთი ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებენ პროდასავლურ პარტიებს. კენჭისყრის წინ არჩევნებიდან მოიხსნა პრორუსული პარტია „პატრია“ („მამული“). მას უცხოეთიდან უკანონოდ დაფინანსებაში ედება ბრალი. მოლდავეთს 2009 წლიდან პროდასავლური პარტიების კოალიცია მართავს. 27 ივნისს ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG