Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში გაიმართა რეფერენდუმი იმიგრაციის შეზღუდვისკენ მიმართული ზომების თაობაზე


შვეიცარიაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოქალაქეებს უნდა გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება იმიგრაციის შეზღუდვისკენ მიმართული ზომებისადმი. წელს შვეიცარიაში უკვე მეორედ ჩატარდა პლებისციტი ამ საკითხზე. დღევანდელ რეფერენდუმში, წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მიგრანტების რაოდენობის შემცირებას. თებერვალში ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უცხოელთათვის კვოტების შემოღებას. ახალი ზომები მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელთა იმიგრაციას და ითვალისწინებს წელიწადში იმიგრანტთა რიცხვისთვის დაწესებული კვოტის 0,2%-მდე შემცირებას. ეს ინიციატივები ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. იმიგრაციის შეზღუდვის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს ზომები უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან შვეიცარიის მუშახელის 25%-ს უცხოელები შეადგენენ. დღევანდელ რეფერენდუმზე გატანილი იყო ასევე ოქროს სავალუტო რეზერვების გაზრდისა და მდიდარ უცხოელთათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების საკითხები. ამომრჩევლებმა არც ამ ინიციატივებს დაუჭირეს მხარი.

XS
SM
MD
LG