Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას პროევროპულ ძალებს უწინასწარმეტყველებენ


კვირას მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. იგი განიხილება ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე პარტიებსა და პრორუსულ პარტიებს შორის შეჯიბრად. ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 3,2 მილიონ მოქალაქეს. ისინი 101 დეპუტატს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. არჩევნები პროპორციული წესით ტარდება. საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილია 19 პარტია, ერთი ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებენ პროდასავლურ პარტიებს. კენჭისყრის წინ არჩევნებიდან მოიხსნა პრორუსული პარტია „პატრია“ („მამული“). მას უცხოეთიდან უკანონოდ დაფინანსებაში ედება ბრალი. მოლდავეთს 2009 წლიდან პროდასავლური პარტიების კოალიცია მართავს. 27 ივნისს ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის მასში ამომრჩეველთა სულ ცოტა ერთმა მესამედმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორც იტყობინებიან, კენჭისყრაში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG