Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის არჩევნებში პროდასავლური ძალები მცირე უპირატესობით არიან წინ


მოლდავეთში 30 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების თითქმის ყველა ბიულეტენი დაითვალეს. პრო-ევროპულიპარტიები ოპონენტების დამარცხების გზაზე იყვნენ, მაგრამ პრორუსულმა პარტიამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა, კომუნისტური პარტია კი მესამე ძალაა მოლდავეთში. ხმების 93%-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ სამ პროევროპულ პარტიას - ლიბერალ-დემოკრატიულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ პარტიებს ერთად მიღებული აქვთ ხმების 44,6 %, რაც 101 ადგილიან პარლამენტში 54 მანდატით მათ მცირე უპირატესობას ნიშნავს.პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და კომუნისტურ პარტიას ერთად 40-მდე % მიემხრო.ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას და მოსალოდნელია არჩევნების შემდგომი დაძაბული პოლიტიკური მოლაპარაკებები. არჩევნების წინა დღეს ერთი პრორუსული პარტია მოიხსნა არჩევნებიდან. პარტიებს შორის შედეგით ლიდერობს პრო-რუსული სოციალისტური პარტია 21,4%-ით. შედეგის მიხედვით, მეორე ადგილზე პარტიებს შორის პრო-ევროპული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაა 19,3 %-ით. ოპოზიციურ პარტიებს შორის მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 18%-ით. პროევროპულ პარტიებს შორის მეორე და მესამე ადგილებზე არიან დემოკრატები და ლიბერალები - 15,8%-ით და 9,4 %-ით. 30 ნოემბრის არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 56 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ეუთოს განცხადებით, კენჭისყრა მოლდავეთში მთლიანობაში კარგად იყო ორგანიზებული და მოლდაველებმა ხმა მისცეს „თავისუფალ და ღირსეულ გარემოში“.

XS
SM
MD
LG