Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კერესელიძე: 2 დეკემბერს გაიმართება თამარ ბერუჩაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერად დავით კერესელიძე წარადგინა დღეს მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. სპიკერის სტატუსით გამართულ პირველ ბრიფინგზე დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 2 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, 4-5 დეკემბერს კი ბაზელში მიიღებს მონაწილეობას ეუთოს მინისტერიალში და შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს, ეუთოს გენერალურ მდივანს და საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტს. დავით კერესელიძის ცნობითვე, 3 დეკემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მზადდება უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უმაღლესი დონის ვიზიტი.

XS
SM
MD
LG