Accessibility links

logo-print

ერევანში განიხილავენ აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხს


აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხს ერევანში განიხილავენ საქართველოს მთავრობის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ საკითხზე რიგით მე-6 შეხვედრაში მონაწილეობისთვის სომხეთის დედაქალაქში გაემგზავრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე გოგი ფაცაცია. მხარეთა მოლაპარაკება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG