Accessibility links

logo-print

კერი პაკისტანის არმიის შტაბის მეთაურს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ „პროდუქტიული შეხვედრა“ ჰქონდა ვაშინგტონში, პაკისტანის არმიის შტაბის მეთაურთან, გენერალ რაჰიილ შარიფთან. კერიმ ამის თაობაზე ცნობა ტვიტერით გაავრცელა 30 ნოემბერს, გვიან. აშშ-ში პაკისტანის ელჩი, ჯალილ აბას ჯილანი ასევე ესწრებოდა შეხვედრას. პაკისტანის ოფიციალური ინფორმაციით, გენერალმა კერის გააცნო ისლამაბადის შეხედულება რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე, ასევე კოალიციის ჯარის მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ.

XS
SM
MD
LG