Accessibility links

logo-print

გადადგა ქაბულის პოლიციის ხელმძღვანელი


ქაბულის პოლიციის ხელმძღვანელი გადაგა მას მერე, რაც ბოლო ორ კვირაში ქალაქში მეამბოხეთა ცხრა თავდასხმა განხორციელდა. იერიშების სამიზნე იყო აშშ-ის ჯარი, უცხოელთა საცხოვრებელი ადგილები, საელჩოების მანქანები. გენერალი ზაჰირ ზაჰირი გადადგა მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ტერიტორიაზე, ქაბულში,სამი სამხრეთ აფრიკელი და ერთი ავღანელი იქნა მოკლული თალიბების ხელით. ზაჰირის თქმით, დახოცეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი 17 წლის ვაჟი და 14 წლის ქალიშვილი. თალიბანმა განაცხადა, რო მტერიტორიაზე საიდუმლო ქრისტიანული სამისიონერო გაერთიანება მოქმედებდა და დარტყმა მიაყენეს ავსტრალიელი სტუმრების შეხვედრას. ავღანეთის ოფიციალური ცნობით, გაერთიანების სახელწოდებაა, პარტნიორობა მეცნიერებაში და განვითარება.

XS
SM
MD
LG