Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი თურქეთში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩავიდა და თავის კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოანს შეხვდა. პუტინის საგარეო-პოლიტიკურმა მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრის თემაა სირის კონფლიქტი. მოლაპარაკების დაწყვებამდე პუტინმა და ერდოანმა ახალი თურქეთის დამაარსებლის, ქემალ ათა თურქის მავზოლეუმი მოინახულეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წარმატებით იქნა დაცული, თუმცა მათ აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ სირიისა და უკრაინის თაობაზე. რუსეთი კვლავ რჩება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავარ მოკავშირედ, ერდოანი კი სირიის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ანკარა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის მოწინააღმდეგეა და ნახევარკუნძულზე მობინადრე თათრების უფლებებით არს შეშფოთებული. პუტინი და ერდოანი ენერგოსფეროში თანამშრომლობაზეც მოილაპარაკებენ. თურქეთს სურს რუსეთის გაზი უფრო იაფად იყიდოს და რაოდენობა გაზარდოს.

XS
SM
MD
LG