Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნატოს ჩრდილოეთ ევროპის დესტაბილიზებაში სდებს ბრალს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი მეშკოვმა განაცხადა, რომ ნატო ჩრდილოეთი ევროპის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, როცა სამხედრო მანევრებს მართავს და რეგიონში განათავსებს თვითმფრინავებს, რომლებსაც უნარი შესწევთ გადაიტანონ ატომური იარაღი. მეშკოვის თქმით, ნატოსან ურთიერთობას ჯერ არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომ შემობრუნება არ შეიძლებოდეს, თუმცა არის სეროზული უთანხმოებები. მეშკოვის განცხადება მოჰყვა ნატოს მაღალი რანგის მეთაურის, ამერიკელი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის შეშფოთებას, რომ რუსეთმა ყირიმში შეიძლება ატომური იარაღი განათავსოს.

XS
SM
MD
LG