Accessibility links

logo-print

თბილისი სააკაშვილის გამო უკრაინასთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესებაზე საუბრობს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს დაუზუსტებელი და სავარაუდო ინფორმაციაა. კერესელიძემ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ჰქონია. თუმცა, დასძინა, რომ „თუ და ასე იქნება, არა მგონია, მაინცდამაინც პოზიტიურად აისახოს გარკვეულ ურთიერთობაზე, რადგან ელემენტარულად ის მაღალჩინოსნები და ექსპრეზიდენტი ჩვენთან მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები. მე მაინც არა მგონია, რომ ეს იყოს მართალი და ალბათ, ეს არ დადასტურდება", -განაცხადა დავით კერესელიძემ. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში მძიმე დანაშაულზე აქვთ ბრალი წაყენებული, მათი შესაძლო დანიშვნა გაართულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.

XS
SM
MD
LG