Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აღარ ააშენებს „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენს შავი ზღვის გავლით


რუსეთი შედარებით დაბალ ფასში მიაწვდის ბუნებრივ აირს თურქეთს და ასევე დაეხმარება ანკარას ატომური ელექტროსადგურის აშენებაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ქვეყნის მიერ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბულგარეთის უარისა და ევროკაშირის მხრიდან ზეწოლის გამო, რუსეთი უარს ამბობს „სამხრეთი ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობაზე. თურქეთისა დას რუსეთის პრეზიდენტები შეეხნენ კონფლიქტს სირიაში, რომლის მოგვარების თაობაზე ანკარასა და მოსკოვს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. რუსეთი მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტი უნდა გადაიჭრას ბაშარ ალ ასადის მონაწილეობით, თურქეთი კი დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტმა ამოწურა თავი და იგიო უნდა გადადგეს.

XS
SM
MD
LG