Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პროევროპული პარტიები მმართველ კოალიციაზე იწყებენ მოლაპარაკებებს


მოლდავეთის სამი პროევროპული პარტია, რომლებმაც წინასწარი შედეგებით გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, იწყებენ მოლაპარაკებებს მმართველი კოალიციის ფორმირებაზე. როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლად ფილატმა განაცხადა, მოლაპარაკებებში მის პარტიასთან ერთად დემოკრატიული და ლიბერალურ პარტიები მონაწილეობენ. ამ პარტიებმა არჩევნებში ერთად ხმების 44 პროცენტი მიიღეს და 101 კაციან პარლამენტში 54 მანდატს მიიღებენ. არჩევნებში კი პირველ ადგილზე გავიდა სოციალისტური პარტია, რომელსაც იგორ დოდონი ხელმძღვანელობს. მესამე ადგილზე კი ხმათა 18 პროცენტი ყოფილი პრეზიდენტის, კომუნისტი ვლადიმირ ვორონინის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო. მემარცხენე და პრორუსულ პარტიებს ჯამში აქვთ ბიულეტენების 39 %-ი, რაც ჯამში პარლამენტში 47 ადგილს აძლევს.

XS
SM
MD
LG