Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელებმა კენიაში 36 ქრისტიანი დახოცეს


ჩრდილოეთი კენიის ქალაქ მანდერაში თავდამსხმელებმა ბორანზე მომუშავე 36 ადამიანი დახოცეს. თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მუსლიმები და ქრისტიანები განაცალკევეს და შემდეგ ქრისტიანები დახოცეს. მანამდე ერთი ადამიანი მოკლეს ბარში, რომელშიც ძირითადად ქალაქის არამუსლიმი მოსახლეობა დადის. გასულ კვირას ისლამისტმა ექსტრემისტებმა 28 ადამიანი მოკლეს ავტობუსზე თავდასხმისას. თავდასხმის სამიზნე ამ შემთხვევაშიც არამუსლიმი მოსახლეობა იყო.

XS
SM
MD
LG