Accessibility links

ალექსანდრე კვიტაშვილი შესაძლოა უკრაინაში მინისტრად დანიშნონ, ეკა ზღულაძე კი - მინისტრის მოადგილედ


უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნება. მან უკვე შეიტანა განაცხადი უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე. "უკრაინსკაია პრავდას" ჟურნალისტის, სერგეი ლეშენკოს ინფორმაციით, ამის შესახებ თავად კვიტაშვილმა ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სხდომაზე განაცხადა, სადაც მას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში მოუსმინეს. ფრაქციის სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძეც, რომელიც შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.

XS
SM
MD
LG