Accessibility links

logo-print

ბერუჩაშვილი: უკრაინა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია


„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. უკრაინის მთავრობის წევრებად საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის თაობაზე შეკითხვის საპასუხოდ. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მრავლადაა ინფორმაცია, სპეკულაცია და ჭორები, რაც დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე სასიამოვნო არ არის. „უკრაინა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოსთან ერთად აქტიურადაა ჩართული ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განხორციელებაში" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. თამარ ბერჩაშვილის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალური კონსულტაციისას თბილისმა კიევს დაუდასტურა, რომ სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკრაინაში ჩასასვლელად მზად არის. „ჩვენ შორის არის ტრადიციული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, რომელთა განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG