Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე


უცხოელებმა, რომლებმაც შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში თანამდებობები დაიკავონ, ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები უკვე წარადგინეს - ამის შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა.“ მისი ინფორმაციით, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე კი ლიტვის მოქალაქის აივარას აბრომავიჩუსის. უკრაინული მედიის ცნობითვე, შს-თა მინისტრის მოადგილედ შესაძლოა, საქართველოს შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დაინიშნოს. ალქსანდრე კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის კანდიდატურების განხილვა დაადასტურა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, მან უკრაინის 24-ე არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავად უარი თქვა შეთავაზებაზე დაეკავებინა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ სურს.

XS
SM
MD
LG