Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შენარჩუნებულია კარასინთან შეხვედრის ფორმატი


კარასინთან შეხვედრის ფორმატი შენარჩუნებულია - განუცხადა დღეს თბილისში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისი ინფორმაციით, კომუნიკაციის ეს არხი შენარჩუნებულია, თუმცა გრიგორი კარასინთან შემდეგი შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 1 დეკემბერს სააგენტო „იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციაში არსებობს არა პაუზა, არამედ პერიოდი, როცა შემდგომი ნაბიჯები უნდა გაიაზრო. კარასინის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალ წლამდე ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა სავარაუდოდ, არ გაიმართება და თარიღზე მომავალი წლის დასაწყისში იფიქრებენ.

XS
SM
MD
LG