Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. თამარ ბერუჩაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსლში შეხვედრებისას დასვამს, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაა.“ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის გრაფიკი დატვირთულია და მიზნად ისახავს საქართველოს პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში.

XS
SM
MD
LG