Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 0,8%-მდე შეამცირა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი


რუსეთმა მკვეთრად შეამცირა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0,8%-ით, ნაცვლად ადრე პროგნოზირებული 1,2%-სა. ამასთან, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ალექსეი ვედევის განცხადებით, სამინისტრო ამცირებს 2015 წელს ნავთობის ფასის პროგნოზსაც - ბარელში 100 დოლარის ნაცვლად 80 დოლარამდე. ნავთობსა და გაზზე მოდის რუსეთიდან ექსპორტის 70% და სახელმწიფოს შემოსავლების ნახევარი. წელს ნავთობის ფასი მესამედზე მეტით გაიაფდა, ხოლო რუსული ვალუტის - რუბლის კურსი 40%-ით დაეცა. რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად ზემოქმედებს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებიც, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG