Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი: ავღანეთის დახმარება რეფორმებს უკავშირდება


მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, უცხოეთიდან ავღანეთის დახმარების გაგრძელება ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება წინასვლაზე კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან ბრძოლაში. ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, დენიელ ფელდმანმა დღეს ბრიუსელში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ავღანეთის ახალი მთავრობა გამოხატავს „ძირეული რეფორმების“ მიმართ ერთგულებას, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ფელდმანმა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ დონორები, რომელთა შეხვედრაც 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, ავღანეთის ახალი ხელმძღვანელებისაგან მოელიან სტრატეგიას კორუფციასთან საბრძოლველად და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG