Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს ახალ მთავრობას


უკრაინის პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით. მინისტრობის კანდიდატებს შორის არის ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელ კანონმდებლებს მოუწოდა, კვლავ დაუჭირონ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრად პავლო კლიმკინის და თავდაცვის მინისტრად სტეპან პოლტორაკის კანდიდატურებს. უკრაინის კონსტიტუციით, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაასახელოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები. დღესვე უფრო ადრე, პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა ცნობა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამი უცხოელის - ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილის, ამერიკელი ნატალია იარესკოსა და ლიტველი აივარას აბრომავიჩიუსისათვის - უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

XS
SM
MD
LG