Accessibility links

logo-print

სომხეთში აპროტესტებენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის გეგმას


ერევანში, სომხეთის პარლამენტთან ათობით ოპოზიციონერი აქტივისტი და მათი მომხრეები შეიკრიბნენ და დეპუტატებს მოუწოდეს, უარყონ ხელშეკრულება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანების შესახებ. ამ მოწოდებით აქცია გაიმართა 1 დეკემბერსაც, როცა პარლამენტი შეუდგა ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვას. 2 დეკემბერს აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელი დაბლოკეს, „მოღალატეები“ უწოდეს დეპუტატებს. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა ოქტომბერში მინსკში გამართულ ცერემონიაზე მოაწერა ხელი შეთანხმებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ. გეგმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომლის ინიციატორიც რუსეთია, გააერთიანებს რუსეთს, ბელორუსიას, ყაზახეთსა და სომხეთს.

XS
SM
MD
LG