Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი მართებულად მიიჩნევს გადაწყვეტილებას საქართველოში საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უარყოფს, რომ საქართველოში სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნა საფრთხის შემცველია რუსეთისათვის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ: „მთელი ეს შეხედულება, რომ საწვრთნელი ცენტრი საფრთხის შემცველია - გარკვეულწილად არღვევს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენი აზრით, უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის იდეა, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს თვითონ, როგორც სუვერენული ქვეყანა წყვეტდეს, უსაფრთხოების რომელი მოდელის შემადგენელი ნაწილი იქნება. საქართველო არის ნატოს პარტნიორი. ჩვენ გადავწყვიტეთ ვითანამშრომლოთ. და გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს საწვრთნელი ცენტრის მეშვეობით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG