Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს


უკრაინელმა კანონმდებლებმა ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს საგარეო საქმეთა მინისტრად პავლო კლიმკინის, ხოლო თავდაცვის მინისტრად სტეპან პოლტორაკის კანდიდატურები. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორივე მინისტრი შეაქო გაწეული სამუშაოსათვის, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან დაპირისპირების ფონზე. უკრაინის კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს უფლება დაასახელოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტი, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებს დანარჩენ მინისტრებსაც. კანდიდატებს შორის არის ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. 2 დეკემბერს პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გაავრცელა ცნობა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამი უცხოელის - ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილის, ამერიკელი ნატალია იარესკოსა და ლიტველი აივარას აბრომავიჩიუსისათვის - უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

XS
SM
MD
LG