Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი უხელმძღვანელებს. ხუთი კვირის წინ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც პრო-დასავლურმა პარტიებმა მოიპოვეს გამარჯვება. ახალი მთავრობის შემადგენლობაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშავებს საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება პავლო კლიმკინი, თავდაცვის მინისტრი - სტეპან პოლტორაკი.

XS
SM
MD
LG