Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 188 პირს


ეგვიპტეში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „მუსლიმთა საძმოს“ 188 მხარდამჭერს 2013 წელს კაიროსთან ახლოს პოლიციაზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო. თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი პოლიციელი მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დაამოწმებს ეგვიპტის მუსულმანთა უმაღლესი რელიგიური ლიდერი - დიდი მუფტი. სიკვდილმისჯილთაგან 144 დაკავებულია, დანარჩენებს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი. საბოლოო გადაწყვეტილება 24 იანვრამდე უნდა გახდეს ცნობილი. ეგვიპტის ხელისუფლებამ „მუსლიმთა საძმოს“ ასეულობით წევრი დააპატიმრა და ბევრ მათგანს მიუსაჯა სიკვდილი პრეზიდენტ მუჰამედ მურსის განდევნის შემდეგ. დღემდე არც ერთი მათგანის განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ.

XS
SM
MD
LG