Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი - ირანის ავიაციამ ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები დაბომბა


პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო დღეებში ირანის ავიაციამ ერაყის აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები დაბომბა. ვიცე-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ, რომელიც თავადაც ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ერაყში, არ მოქმედებდა ირანთან კოორდინაციაში. ირანის სამხედრო მაღალჩინოსანმაც უარყო აშშ-სა და ირანის თანამშრომლობა. ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ლიდერობით შექმნილი საერთაშორისო კოალიციის წევრები სამიტზე იკრიბებიან ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში. მოლაპარაკებებს გაუძღვება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო სტრატეგიაზე, ექსტრემისტულ დაჯგუფებაში უცხო ქვეყნებიდან მეომართა გაერთიანების შეჩერების გზებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

XS
SM
MD
LG