Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჩაკ ჰეიგელს ეშტონ კარტერი შეცვლის


აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეშტონ კარტერს წარადგენს და ოფიციალურად მას რამდენიმე დღეში დაასახელებს. ეშტონ კარტერი 60 წლის არის, განათლებით ფიზიკოსია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ეშტონ კარტერი ჩაკ ჰეიგელს შეცვლის. ის გასულ კვირაში გადადგა თანამდებობიდან, ბარაკ ობამას მხრიდან ზეწოლის ფონზე. კარტერი 2009-2011 წლებში პენტაგონის მთავარი იარაღის შემსყიდველი იყო და ხელს უწყობდა იარაღისა და დაჯავშნული მანქანების წარმოება-გაგზავნის დაჩქარებას ერაყსა და ავღანეთში. მას არ აქვს უშუალოდ სამხედრო საქმიანობაში გამოცდილება.

XS
SM
MD
LG