Accessibility links

logo-print

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ევროპარლამენტში ისაუბრა რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებზე


ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ 3 დეკემბერს ევროპარლამენტში ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. საბანაძის შეფასებით, რომელიც მან ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტში გამოსვლისას გამოთქვა, ეს ნაბიჯი და რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდა საქართველოსათვის ნიშნავს უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებას. „თუ 2008 წლის ოკუპაცია წარმოადგენდა რეაქციას საქართველოს გამოცხადებულ მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებისაკენ, 2014 წელს ანექსიის შესახებ ხელშეკრულება არის რეაქცია ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე“,- განაცხადა საბანაძემ. მისივე თქმით, საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში რუსეთის ქმედება არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მოსკოვი სულ უფრო უარყოფითად ეკიდება პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერ ინტეგრაციულ პროექტს, რომელსაც თვითონ რუსეთი არ ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG