Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გმობს მოსკოვისა და სოხუმის ე.წ. ხელშეკრულებას


ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ჟან კლოდ ფრესონი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. ფრესონის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესი კანონიერად ვერ ცნობს ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით იქნა დადებული. ამავე განცხადებაში კონგრესის პრეზიდენტი გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც არ უწყობს ხელს ძალისხმევას კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG