Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი აპროტესტებს ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებას


უნგრეთში დაიბარეს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი პროტესტის გამოსათქმელად მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა „ნეოფაშისტი დიქტატორი" უწოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. 2 დეკემბერს ვაშინგტონში, სენატში გამართულ სხდომაზე მაკკეინმა უნგრეთი მოიხსენია „სახელმწიფოდ, რომელიც სადაცაა თავის სუვერენობას დაუთმობს ნეოფაშისტ დიქტატორს, რომელიც ლოგინში უწვება ვლადიმირ პუტინს“. უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ლევენტე მაგიარმა 3 დეკემბერს უთხრა შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრე გუდფრენდს, რომ უნგრეთი „მიუღებლად“ მიიჩნევს ამ განცხადებას. მაკკეინმა ორბანის მმართველობა გააკრიტიკა სენატის სხდომაზე, რომელზეც უნგრეთში აშშ-ის ელჩად დაამტკიცეს კოლინ ბელის კანდიდატურა.

XS
SM
MD
LG