Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში დააპატიმრეს 46 კაცი სირიაში ბრძოლის სავარაუდო გეგმის გამო


ტაჯიკეთში დააპატიმრეს 46 ახალგაზრდა კაცი, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ სირიაში ისლამისტი მეამბოხეების ბრძოლაში ჩართვას აპირებდნენ. სუღდის პროვინციის პროკურატურის ცნობით, ამ პროვინციაში მცხოვრებ, 20-დან 30-მდე წლის მამაკაცებს წაუყენეს „უცხო ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტებში, ან ომში მონაწილეობის მისაღებად დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის“ ბრალდება. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ეჭვმიტანილები არიან აკრძალული ისლამური ორგანიზაციების წევრები და გეგმავდნენ სირიაში ჩასვლას ექსტრემისტებთან, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან ერთად ბრძოლას. მონაცემებით, რომლებიც გასულ თვეში წარმოადგინეს ტაჯიკმა ოფიციალურმა პირებმა, ტაჯიკეთის 300-მდე მოქალაქე იბრძოდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG