Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება. ის პირისპირ შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის და სეიმის მარშალს რადოსლავ შიკორსკის. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის და ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით გაიმართება. სამუშაო ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი დაასრულებს გამოსვლით პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სადაცწაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საქართველო-ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის."გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტების და ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

XS
SM
MD
LG