Accessibility links

გროზნოში შეტაკებებს ემსხვერპლა სულ მცირე 9 ადამიანი


ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ გროზნოში, ექსტრემისტებს და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, გროზნოს ცენტრში საგამომცემლო სახლი დაიკავა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც დახოცეს, სახლი კი ხანძრის შედეგად განადგურდა. კადიროვის განცხადებით, მძიმედ შეიარაღებული სხვა პირები ერთ-ერთი სკოლის შენობას აფარებენ თავს. საგამომცემლო შენობიდან კვამლი შეინიშნებოდა, ქალაქში ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. ბოლო წლების განმავლობაში გროზნოში ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. გროზნო კრემლის მიერ გამოყოფილი მსხვილი თანხებით აღადგინეს ორი დამანგრეველი ომის შემდეგ, რომლებმაც გააძლიერა ჩრდილოეთ კავკასიაში შემხვედრი ისლამისტური ამბოხი. გროზნოში ძალადობამ რამდენიმე საათით დაასწრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ თავისი ყოველწლიური სიტყვის წარმოთქმას. პუტინი პირველად 15 წლის წინ აირჩიეს პრეზიდენტად - მაშინ, როცა ხელმძღვანელობდა ომს, რომელმაც ჩეჩნეთის ხელისუფლებიდან სეპარატისტების განდევნა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG