Accessibility links

logo-print

პუტინი დასავლეთს აკრიტიკებს და ყირიმს რუსეთის „წმინდა“ მიწას უწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიური სიტყვა წარმოთქვა - მან დასავლეთს „ცინიკურ და აგრესიულ“ ქცევაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს მოიხრის ქედს სხვა ქვეყნების ნების წინაშე. გამოსვლაში, რომელიც კრემლიდან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა, პუტინმა ჯერ მადლობა გადაუხადა აუდიტორიას იმისთვის, რომ მათ სირთულეებს გაუძლეს. პუტინის თქმით, სანქციები, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა დააწესეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, მიზნად ისახავდა რუსეთისთვის ძირის გამოთხრას - მაგრამ რეალურად ეს სანქციები ახდენს რუსეთის ეკონომიკის სტიმულირებას. პუტინის განცხადებით, ყირიმი რუსეთისთვის „წმინდა“ მიწაა და მოსკოვი მას ისე აღიქვამს, როგორც იუდეველები და მუსლიმები აღიქვამენ იერუსალიმში მდებარე წმინდა ადგილებს. ამით პუტინმა მიანიშნა, რომ კრემლი არ აპირებს ნახევარკუნძულის უკრაინისთვის დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG