Accessibility links

logo-print

ეუთოს მოლაპარაკებებზე კიევი „რუსეთის აგრესიას“ ადანაშაულებს უკრაინის კონფლიქტში


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა 4 დეკემბერს მკაცრად გააკრიტიკა „რუსეთის აგრესია“ აღმოსავლეთ უკრაინაში და საზავო შეთანხმებას, რომელიც ხშირად ირღვევა, უწოდა „ჰიბრიდული ზავი ჰიბრიდული ომისთვის.“ შვეიცარიაში, ბაზელში მიმდინარე ეუთოს შეხვედრაზე გამოსვლისას კლიმკინმა განაცხადა, „ჩვენ ნამდვილი, ორმხრივი ზავი გვჭირდებაო.“ კლიმკინის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა „არ არის უკრაინის კრიზისი. არც ეუთოს კრიზისი. საქმე რუსეთის აგრესიასთან გვაქვს.“ უკრაინის სამთავრობო ძალებს და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის 5 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ზავის მოქმედების მონიტორინგი ეუთოს ევალება. ზავი რეგულარულად ირღვევა, განსაკუთრებით მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2 დეკემბერს ძალაში შევიდა დამატებითი საზავო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულად აეროპორტს ეხება და რომელიც ერთი დღით ადრე შეათანხმეს. მაგრამ უკრაინის არმია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ფაქტობრივად მყისიერად დაარღვიეს მეამბოხეთა ძალებმა. ბაზელში 4 დეკემბერს დანიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG