Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო მოსკოვს ადანაშაულებს საბაჟო კავშირის წესების დარღვევაში


ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს ბრალი დასდო საბაჟო კავშირის წესების დარღვევაში, ბელორუსიიდან რუსეთში საკვების შეტანისაკრძალვით. 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რუსეთმა „ყველა ჩვენი შეთანხმება დაარღვია, რომლებსაც საბაჟო კავშირში მივაღწიეთო.“ რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონტროლისსააგენტომ ნოემბრის ბოლოს აკრძალა ხორცის და რძის პროდუქტების იმპორტი ბელორუსიის 22 ქარხნიდან და ფერმიდან და ამის მიზეზად დაასახელა პროდუქციაში ზიანის მომტანი ნივთიერებების არსებობა. სააგენტოს თანახმად, პროდუქცია ასევე შეიცავდა ვირუსს, რომელიც ღორის გრიპს იწვევს. თუმცა, ლუკაშენკოს აზრით, ბელორუსიის პროდუქციის აკრძალვის მიზანი რუსეთის ბაზარზე საკვების ფასების ზრდის გამოწვევა იყო.

XS
SM
MD
LG